|
2017-11-28 19:31:28, 2149 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: აშშ-ს მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს
რუსეთი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, Javelin-ის მიწოდება, 2008 წლის შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა. "რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა თბილისსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის საფრთხეზე. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდება დაამტკიცეს. ეს 2008 წლის შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა. ამერიკის მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება მორიგი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. რუსული მხარე მსგავსი ტიპის სამხედრო მხარდაჭერას აღიქვამს, როგორც ბიძგს იმისკენ, რომ თბილისმა რეგიონში ახალი ავანტიურები განახორციელოს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის Javelin-ის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკის ღირებულება 75 მილიონ დოლარს აღწევს.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)