|
2017-11-28 15:01:43, 3289 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ პირის დაკავება ემსახურებოდა არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მიზნებს, არამედ სხვა მიზნებს. ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა 5/3 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. „ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო. თუმცა, დაადგინა, რომ მერაბიშვილის მტკიცება, მისი საკნიდან გაყვანის და ღამით დაკითხვის შესახებ, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მერაბიშვილის უფლების შეზღუდვა, მუდმივ სიტუაციას წარმოადგენდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ამის მიზანი დანაშაულების გამოძიება იყო, მოგვიანებით კი ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღება“, - ნათაქვამია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დიდი პალატის 9 წევრმა დაუჭირა, ხოლო 8 წინააღმდეგი იყო. დიდი პალატის მიერ მიღებული დასკვნა სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)