|
2017-11-27 14:21:37, 1726 ნახვა
კომენტარი
წულუკიანის შეფასებით, პირადი მონაცემები კონსტიტუციის დონეზე მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე კონსტიტუციური კანონის მე-18 მუხლთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ხარვეზი აქვს. წულუკიანის შეფასებით, პირადი მონაცემები კონსტიტუციის დონეზე მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული, შემოთავაზებული ცვლილებები კი, მისივე თქმით, ამას ვერ უზრუნველყოფს: „მე-2, მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პრობლემა, რადგან თუ ეს ასე დარჩა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც არის ერთ-ერთი და ალბათ ერთადერთი ყველაზე ბევრი პირადი მონაცემის დამცველი ჩვენს ქვეყანაში, თვითონ აღმოჩნდება დაცვის გარეშე. ჩვენ ის უნდა გვესმოდეს, რომ სერვისების განვითარების სააგენტო დღეს ყველა ჩვენთაგანზე ინახავს პირად მონაცემებს და ეს მონაცემები არის მაღალი ხარისხით დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებდით უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში, რადგან ჩვენი სამოქმედო გეგმის პირველი მთლიანი ბლოკი ეხებოდა სწორედ სამოქალაქო რეესტრს და ამას ერქვა დოკუმენტების და პირადი მონაცემების უსაფრთხოება. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მაღალი ევროპული დაცვის ხარისხი კანონით და კონსტიტუცია ჩამორჩება კანონს. ამიტომ, მე გთავაზობთ, რომ მე-18 მუხლი ავწიოთ უფრო მაღალ სტანდარტზე და მხოლოდ ის კი არ ვთქვათ, რომ პირადი მონაცემი, რომელიც საჯარო დაწესებულებაშია დაცული, არ გაიცემა, თუკი იქ არის კომერციული, პროფესიული, სახელმწიფო საიდუმლოება, არამედ ევროპული მაღალი სტანდარტი გადმოვიტანოთ. პირადი მონაცემები, რომელსაც ვინახავთ, იყოს კონსტიტუციურ დონეზე დაცული. ეს მუხლი არ იცავს იმავე მაღალ დონეზე, როგორც ამას აკეთებს კანონი და ისე არ მოხდეს შემდეგ, რომ კანონი, რომელიც უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, არ იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი. შეგვიძლია, მოგაწოდოთ ფორმულირება, რომელსაც გთავაზობთ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. მან ასევე მე-18 მუხლში არსებულ ტექნიკურ ხარვეზზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მცნება - „პირადი საიდუმლოება“ მოძველებულია და მას კანონმდებლობა აღარ იცნობს: „მე მაქვს ერთი პრინციპული პოზიცია, რომელიც წინა განხილვების დროს არ იქნა გაზიარებული და მინდა, ახლა თავიდან დავაყენო. ეს ეხება კონსტიტუციური კანონის მე-18 მუხლს და საჯარო ინფორმაციას. აქ არის სერიოზული ხარვეზები. პირადი საიდუმლოება მოძველებული მცნებაა და კანონმდებლობა აღარ იცნობს ამას, კონსტიტუციაში იყო ჩარჩენილი. თქვენ თუ ნახავთ, ეს მცნება თვითონ ჩვეულებრივი კანონებიდან იქნა ამოღებული და ჩვენი ევროპასთან დაახლოების გზაზე, პირად საიდუმლოს დაერქვა პირადი მონაცემი. ჩვენ მაინც გვაქვს ეს ტერმინი. აქ ტექნიკური ხასიათის ხარვეზია გაპარული ალბათ“,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)