08:10 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 11:27:27, 2501 ნახვა

სამართალი
„ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შესახებ BBC წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ხანძრის გაჩენის მიზეზი, რომლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, ჯერ უცნობია. 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თურქეთის 3 და ისრაელის ერთი მოქალაქეა. მეხანძრე-მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე. გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს ესწრებოდა, ბათუმში ინციდენტის ადგილას ჩავიდა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა", - წერს BBC.

ხანძარზე "რადიო თავისუფლება" წერს, რომ ადამიანების გარდაცვალებამ მხუთავი აირით ინტოქსიკაციამ გამოიწვია. სტატიის ავტორი წერს, რომ დაშავებულთა შორის თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეებიც არიან. 

ტელეკომპანია ABCNews-ი იტყობინება, რომ ხანძარი სასტურმოში მაშინ გაჩნდა, როდესაც სილამაზის კონკურსის "მის საქართველო 2017"-ის მონაწილეები ვახშამზე იმყოფებონდნენ. ინფორმაციის თანახმად, კონკურსის მონაწილეები ხანძარს გადაურჩნენ. 

სტატია ასევე ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი წერს, რომ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძოდა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics