|
2017-11-24 19:30:26, 2308 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ტერეზა მეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას და აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა ლონდონში ახლახან გამართული "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი", რომლის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე; ასევე - ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მთავრობის მეთაურმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტერეზა მეი შეხვედრაზე ასევე გამოეხმაურა თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი სპეცრაზმელის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)