20:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 14:55:46, 1932 ნახვა

სამართალი
პროკურორი: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში

გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა.

მარშანიას ინფორმაციით, მას ბრალი ასევე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. 

"გარდა ამისა, მას ბრალი ედება, იმაში რომ ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე, ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით", - აღნიშნა ირაკლი მარშანიამ.

კითხვაზე - რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაში არის გაწევრიანებული დაკავებული პირი, მარშანიამ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

"მესმის, რომ საზოგადოების მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ საქმის მიმართ, თუმცა არსებობს გამოძიების ინტერესიც და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ეს ინფორმაცია გავამჟღავნოთ", - დასძინა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics