|
2017-11-21 16:38:18, 1587 ნახვა
კომენტარი
კალაძე: თუ მიწისქვეშა გადასასვლელის იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული
„ვიდეოკამარები, რომლებიც თბილისში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერებში იქნება ჩართული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მერობის პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება ან იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული. „ჩემი მერობის პირობებში, თუ მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება, იჯარით გადაცემა მოხდება, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში ჩაიდება და მისი მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. იგივე თუნდაც განათება, სისუფთავე და კამერების დამონტაჟება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში პირველი პროექტი განხორციელდება, სადაც ანტივანდალური კამერები განთავსდება, რათა მოქალაქეებმა ღამის სანათები არ დააზიანონ და ტერიტორია არ დააბინძურონ. „ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას, დასუფთავებას, მოპირკეთებას ვაპირებთ, რათა გადაადგილებით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა, რომ ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეები გადადიოდნენ იქ, სადაც საშიშროება არსებობს, რის გამოც, ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება. ინდივიდუალურად გვექნება მოიჯარეებთან გასაუბრება. მიხარია, რომ ისინი გვერდში გვიდგანან და იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება კამერებს, შსს-ს სერვერებში იქნება ჩართული, ინდივიდუალურად გავივლით ყველა მესაკუთრესთან აღნიშნულ საკითხს და გადაწყდება, თუ ვინ უნდა აიღოს მისი ხარჯები საკუთარ თავზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)