|
2017-11-16 16:13:23, 1803 ნახვა
კომენტარი
გაჩეჩილაძე ოპოზიციას: თქვენ რომ დაამთავრეთ მოღვაწეობა, საქართველო უზბეკეთის დონეზე იყო, რა მედიაზე ლაპარაკობთ
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვისას, ოპოზიციონერი დეპუტატის სერგო რატიანი კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც საზმაუს მიმართ ნდობის შემცირებას ეხებოდა. გაჩეჩილაძემ ოპონენტებს სტატისტიკა შეახსენა, რომლის თანახმადაც, საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასასრულს, მედიის თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 104-ე ადგილზე იყო: „რაც ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, აბსოლუტურ გარანტიას იძლევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო თავისუფალი, ვიდრე დღეს არის და ურო მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ საინფორმაციო ბაზარზე მეტი რეიტინგი მოიპოვოს. გამოდიხართ, თითქოს ახლა მოხვედით პოლიტიკაში. არის მონაცემები „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“. ალბათ ენდობით ამ ორგანიზაციას, ეს არის საერთაშორისო უმსხვილესი ორგანიზაცია. 2003 წელს, როდესაც შევარდნაძემ დაამთავრა თავისი მოღვაწეობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველო მედიათავისუფლების მიხედვით 73-ე ადგილზე იყო. თქვენ რომ დაამთავრეთ მოღვაწეობა 104-ე ადგილზე იყავით, უზბეკეთის დონეზე იყო საქართველო. რაზე ლაპარაკობთ, რა მედიაზე ლაპარაკობთ, რეებს მიედ-მოედებით. დღეს 2017 წლის მონაცემებით, ყველაზე კარგი მონაცემები გვაქვს რეგიონში და 64-ე ადგილზე ვართ. სირცხვილია ასეთი საუბარი“,-განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი. ცვლილებით კანონში მითითებული იქნება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება. ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს ამავე პაკეტიდან გამომდინარე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალის (სერიალების), მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმის (ფილმების) დამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე).
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)