03:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 15:32:06, 2129 ნახვა

მსოფლიო
Reuters: მადრიდს კატალონიის ე.წ. რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის შესახებ მტკიცებულებები გააჩნია

ოფიციალურმა მადრიდმა რუსეთი კატალონიის კრიზისში და ქვეყანაში დესტაბილიზაციის განხორციელებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხელისუფლებამ დაადგინა, რომ საეჭვო ინტერნეტ ტრაფიკიდან სოციალურ ქსელებში კატალონიის რეფერენდუმის შესახებ ყალბი ცნობები, რუსეთიდან ვრცელდებოდა.

როგორც ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია დოლორეს კოსპედალისმა განაცხადა, რუსეთი, ისევე როგორც ვენესუელა Twitter-ს, Facebook-ს და სხვა სოციალურ ქსელებს იყენებდა, რათა სეპარატიზმის მხარდამჭერი ინფორმაცია გაევრცელებინა.

მინისტრის შეფასებით, ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ "რეფერენდუმამდე საზოგადოების აზრზე გავლენა მოეხდინათ".

"ამ დროისთვის, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება გარკვეული გავლენა. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ და ასევე, ფარულად ცდილობენ სიტუაციაზე ხელოვნურად იმოქმედონ და ევროპაში დესტაბილიზაცია განახორციელონ", - განაცხადა შს მინისტრმა.

მედიის ცნობით, კატალონიის სეპარატისტი ლიდერები რუსეთის მხრიდან ე.წ. რეფერენდუმში ჩარევას და დახმარების გაწევას უარყოფენ.

ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალფონსო დასტიტის განცხადებით, "ხელისუფლებას რუსეთის ჩარევის შესახებ მტკიცებულებები გააჩნია".

ცნობისთვის, ესპანეთის ხელისუფლებამ და ევროკავშირმა რუსეთი ე.წ. კატალონიის კრიზისში 11 ნოემბერსაც დაადანაშაულა.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ სცნო. მანამდე ოფიციალურმა მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელმაც რეგიონს ავტონომია ჩამოართვა. ამის პარალელურად კატალონიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციამ კატალონიის 8 ყოფილი მინისტრი დააპატიმრა. გარდა ამისა, გირაოთი კატალონიის პარლამენტის 5 წევრი გამოუშვეს, მათ შორის კი ყოფილი სპიკერიც. რაც შეეხება გენერალიტეტის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს ესპანეთის სასამართლომ მისი დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, რადგან პუჩდემონი, კიდევ 4 ყოფილ წევრთან ერთად ბელგიაში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics