20:05 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:49:17, 1625 ნახვა

კომენტარი
ლევან ხაბეიშვილი ახლადარჩეულ საკრებულოს: თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, შექმნათ მეტი სიკეთე მოქალაქეებისთვის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არავის თვითმიზანი არ არის, კონფრონტაციულ რეჟიმში იმუშაოს.

ხაბეიშვილის თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა საკითხს, რაც თბილისის მოქალაქეების სასიკეთოდ იქნება მიმართული.

 თუმცა, მისივე განმარტებით,  კორუფციასთან და ნეპოტიზმთან შეურიგებელი იქნებიან.

"თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, შექმნათ მეტი სიკეთე ქალაქისთვის და არ დაემსგავსოთ წინა საკრებულოს. გეძლევათ შანსი, რეალურად შეასრულოთ საკრებულოს ფუნქცია. მე და ჩემი მეგობრები არ ვართ იმ მიზნით, რომ ვიყოთ კონფრონტაციაში, ჩვენი მიზანია მოგვარდეს პრობლემური საკითხები. მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც იქნება თბილისელების ინტერესში",-აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics