05:18 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 11:18:17, 2385 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შეიქმნება, რომელსაც შს უკვე ყოფილი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა  და  კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის  შედეგად  იქმნება საგანგებო სიტუაციების  მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.

ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით  და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი  აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება.

გიორგი მღებრიშვილი მისი გამოცდილებით იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics