04:58 - 22 Sep, 2026
|
2017-11-11 10:48:00, 875 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოებში შპს „მექანიზატორის“ გურჯაანის სერვისცენტრის ტექნიკა ჩაერთო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად 45 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. „საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის ტექნიკა სრულად ჩაერთვება თესვის სამუშაოებში. დღეის მდგომარეობით, გურჯაანის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით 2,000 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დაითესა თავთავიანი კულტურა (ხორბალი, ქერი). საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 20 ჰექტარ მიწის ფართობზე 2 ერთეული ტრაქტორით ხორბალი უკვე დათესილია. გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)