|
2017-11-10 15:42:12, 2152 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია: ევროკავშირის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან თანხვედრაშია
ევროკომისიის მიერ საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასების ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქტიური წვლილი შეაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტის მომზადების პროცესში. ხაზგასმულია საქართველოს ჩართულობა კონკრეტული, პრაქტიკული წინადადებების შემუშავების კუთხით „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის" დოკუმენტისთვის. „საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება კვლავაც კონცენტრირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე, რაც ასევე თანხვედრაშია მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიან დღის წესრიგთან. 2017 წლის წლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის თვეში დასრულების სტადიაში იყო, მიმართულია უმთავრეს სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა ადამიანური კაპიტალისა და უნარ-ჩვევების განვითარება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ბიზნესის დახვეწის გაძლიერება", - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ახალი ევროპული საგარეო საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. ასევე დაგეგმილია „შერეული" ფონდის საშუალებით დახმარების გაფართოება პარტნიორ ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერებით ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)