|
2017-11-08 20:52:35, 2082 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მჯერა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ძიმითის კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გურიის რეგიონის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ. როგორც კალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, 12 ნოემბერს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ნაწილია. „მჯერა, რომ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს. ვიცით, რომ ქვეყანაში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რომელთაც დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში მყოფი გუნდი მოაგვარებს“, - მიმართა კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ბეგლარ სიორიძეს წარმატება უსურვა და ადგილობრივ ამომრჩეველს მმართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ვინც არ უნდა იყოს და რა სიცრუეზეც არ უნდა ააგოს საკუთარი საარჩევნო კამპანია, არავის არაფერი გამოუვა. დღეს ქვეყანაში არ ბნელა და ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც მმართველი გუნდისა და ბეგლარ სიორიძის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ძიმითის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით თავად მერობის კანდიდატმაც მიმართა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „გპირდებით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, თქვენთან ერთად, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორცილებთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თანაგუნდელებთან ერთად, მუხლჩაუხრელად ვიშრომებ იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგაროთ, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. მჯერა, რომ ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ, მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)