|
2017-11-08 17:55:04, 1787 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით, ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარტვილის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ადგილობრივ ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ალექსანდრე გრიგალავას გამარჯვება მარტვილისა და მთელი საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს. „ჩვენ მოვახერხეთ და საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ. ამის შემდეგ, ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ყოველმა მეორე ამომრჩეველმა - 56%-მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ეს თითოეული ჩვენგანის ძალისხმევისა და ერთად დგომის შედეგია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის კონკრეტული გეგმები აქვს, რაც თითოეულ რეგიონზე დადებითად აისახება. „ამ კუთხით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება, რომელიც თითოეულ რეგიონზე და მათ შორის, მარტვილზე დადებითად აისახება. მინდა ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. მან გასული ოთხი წლის განმავლობაში, მარტვილისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ახლა მოსახლეობის მხრიდან ძალიან მაღალი მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ ალექსანდრე გრიგალავა ახალ თანამდებობას განახლებული ენერგიით შეუდგეს და მარტვილის განვითარებაზე იზრუნოს“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ მარტვილელ ამომრჩეველს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)