|
2017-11-03 13:16:00, 777 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ნატო-ს სამხედრო გემების დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
დღეს ბათუმში, საპორტო ვიზიტით საქართველოში მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND" და ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 2 ხომალდი შემოვიდა. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - თემურ კვანტალიანი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - დესისლავა ივანოვა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ნატოს და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნები, ასევე, წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორის ნიმუშები. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. ისინი ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტი ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის" მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა" ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან კი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)