01:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 16:49:09, 2404 ნახვა

მსოფლიო
Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს, - შესაბამისი ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზეა განთავსებული.

გამოცემის რეიტინგის თანახმად, მეორე ადგილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იკავებს. მესამე ადგილზე მილიარდერ ბილ გეიტსის მეუღლე მილინდა გეიტში გავიდა.

ამასთან, მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიც მოხვდა. მან მე-17 ადგილი დაიკავა. სიაში ასევე არიან: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი (მე-19 ადგილი), ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი (21-ე ადგილი), დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე (26-ე ადგილი), გაერო-ში ამერიკის ელჩი ნიკი ჰეილი (43-ე ადგილი), ამერიკელი მომღერალი ბიონსე (50-ე ადგილი), ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე (68-ე ადგილი), მომღერალი ტეილორ სვიფტი (85-ე ადგილი), ჰარი პოტერის წიგნების ავტორი ჯოან როულინგი (88-ე ადგილი), ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი (78-ე ადგილი).

აღსანიშნავია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონის პოზიცია. 20016 წელს კლინტონი სიაში მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო წელს 65-ე ადგილს იკავებს.

 

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები - სრული სია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics