|
2017-11-02 11:41:30, 2101 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მუშაობა მიმდინარეობს, რომ მეგის ქარდავა ქართულ მხარეს გადმოეცეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავებას გამოეხმაურა. “კარგი თანამშრომლობა შედგა ქართულ და უკრაინულ სამართალდამცველ უწყებებს შორის. ამჯერად ქართული მხარე სამართლებრივ ნაბიჯებს განაგრძობს, რომ ექსტრადირების პროცესი წარმატებით გაგრძელდეს და მეგის ქარდავა ქართულ მხარეს გადმოეცეს,”- განუცხადა „იმედს“ წულუკიანმა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა დააკავეს. უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)