|
2017-11-01 16:37:57, 1651 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ლარი გაუფასურება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია
„თქვენ არ ზრდით არც პენსიას, არც მასწავლებლის, არც ჯარისკაცის და არც პოლიციელის ხელფასს. სამაგიეროდ რჩება გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები რომელზეც გიკიჟინებთ ამდენი წელია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურებას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. „ყველაზე ნაკლებად, „ქართულ ოცნებას“ უნდა იმაზე საუბარი, რა აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ეს არის გაუფასურებული ლარი, რომელიც პირდაპირ გამოიწვია იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც უკვე მეხუთე წელია ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ატარებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის, შარშან ამ დარბაზში აქციზის გადასახადის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ფასების ზრდა, რომელიც მაღალია წელს და თითოეული მოქალაქის ჯიბეს ურტყამს. რა თქმა უნდა აქ გამოვლენ „ოცნების“ წარმომადგენლები და ააფრიალებენ ბიზნესის კეთების სიმარტივით რეიტინგში დაწინაურებას, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ორი რამ მეგობრებო - პირველი, თქვენვე 2013 წელს სწორედ აკრიტიკებდით ასეთ რეიტინგებში საქართველოს ადგილს და ბიძინა ივანიშვილი იყო სწორედ დავოსში, პირველივე ფორუმზე ეუბნებოდა ინვესტორებს, რომ ეს ტყუილია და ამ რეიტინგებს არ დაუჯეროთო. მაგრამ უფრო მთავარი სხვა რაღაცაა. თუ რას ფიქრობენ ჩვენი მოქალაქეები , მაშინ როდესაც სქართველომ 124 ადგილიდან მე 8 ადგილზე გადაინაცვლა, ლარის კურსი იყო 1,67 და მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ ქვეყანა წინ მიდიოდა, მათი შემოსავლები იზრდებოდა და ხარჯები იყო ისეთი, რომ ოჯახები მეტ ნაკლებად უმკლავდებოდნენ. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს არა უბრალოდ ლარის გაუფასურება, ვისაც დოლარში აქვს სესხი აღებული კრედიტი, ეს მათ მძიმედ აწვებათ ჯიბეზე. ლარის დაცემა არის კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო არასწორი პოლიტიკა რომელსაც ატარებთ და ამის ნათელი მაგალითია, თქვენ მიერ გაპიარებული დედოლარიზაციის პროგრამა რომელიც ჩაგივარდათ და რომელსაც თითქოს რაღაცა ეფექტი უნდა ჰქონოდა ლარის გაუფასურებაზე. ვხედავთ რომ არც ამან იმუშავა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუცრუეთ იმედი, რომ როგორმე რაღაცა ნიშნულზე, მაგალითად 2, 5 ზე დოლართან მიმართებაში ლარს დააფიქსირებდით . ლარის დაცემამ გამოიწვია გაზის ტარიფის გაზრდა, ძალიან ბევრ რაიონში 11,12,13 თეთრით გაიზარდა ტარიფი ზოგ რეგიონში 16 -თეთრით, მოსალოდნელია ასევე წლის ბოლოს დენის ტარიფის გაზრდა’’ გამოსავალი არის ერთადერთი რასაც ევროპული საქართველო არაერთხელ აცხადებს - ეს არის გადასახადების შემცირება. თუ გადასახადებს არ შეამცირებთ და არ ამოასუნთქებთ წვრილ და საშუალო ბიზნესს, რომელიც ხელში გაკვდებათ, სხვანაირად შეუძლებელია ფასები დასტაბილურდეს, სხვანაირად შეუძლებელია სამუშაო ადგილები შეიქმნას“მ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)