|
2017-11-01 16:11:31, 1720 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: კონსტიტუცია სამაგიდო წიგნადაა გადაქცეული, სპექტაკლში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ
,,რეალობა ის არის, რომ თქვენ თითონ კონსტიტუცია მიიღეთ ერთპარტიულად, პრაქტიკულად თავზე გადაახიეთ ქვეყანას და ოპოზიციას, ბონუსი დაიმატეთ და ეხლა გინდათ, რომ ეს გააუქმოთ, ბლოკები აკრძალეთ და ეხლა გინდათ, რომ პირიქით დააბრუნოთ. ეს არის თქვენი გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობა’’, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ „სპექტაკლში“ მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. ,,ჩვენი კოლეგების მხრდიან იყო კითხვები დასმული რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და რატომ არ უჭერს მხარს ინიცირებულ ახალ კანონს კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მინდა, რომ საკითხი საერთოდ სხვაგვარად დავსვა - რას უნდა დავუჭიროთ მხარი? თუ ასეთი კარგი კონსტიტუცია მიიღეთ, რომ ტაშს გიკრავთ ვენეციის კომისია, მთელი საერთაშორისო საზოგადოება თურმე აღფრთოვანებულია ყველა ქვეყანაში და თურმე ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაშინ საინტერესოა რატომ გახდა აუცილებელი კონსტიტუციის მიღებიდან ორ კვირაში თქვენს მიერვე მირებული კანონის შეცვლა. ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებდით მონაწილეობას თუნდაც ამაში, რომ არ გვქონდეს ძალიან ცუდი გამოცდილება ამ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობის. ჩვენ რომ არ გვეყურებინა რამდენიმე თვის განმავლობაში როგორ დაარქვით სახალხო განხილვა საჯარო მოხელეების შეკრებას, როგორ განიხილეთ ერთი დოკუმენტი, გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში მეორე, მიიღეთ მესამე და ეხლა კიდევ მეოთხედ ცვლით. ამიტომ რიტორიკული კითხვების დასმა, რატომ არ ვუჭერთ მხარს არის სრულიად ზედმეტი. თქვენ თითონ მიიღეთ ახალი კონსტიტუცია თუ გინდათ ისევ. რაც გინდათ შიგნით ჩაასწორეთ, იგი სამაგიდო წიგნადაა გადაქცეული და ამ თემაზე აღარ ვაპირებთ ნამდვილად სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)