|
2017-11-01 11:29:20, 2069 ნახვა
მსოფლიო
La Vanguardia: პუჩდემონი ბარსელონაში დაბრუნდა
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ბარსელონაში დაბრუნდა, - ამის შესახებ La Vanguardia იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, შესაბამისი ინფორმაცია მას იმ რეისის მგზავრებმა მიაწოდეს, რომლითაც პუჩდემონი მგზავრობდა. მედიის ცნობით, კატალონიის ყოფილ მეთაურთან ერთად რეგიონის ყოფილი შს მინისტრი და პუჩდემონის ყოფილი მრჩეველი მგზავრობდნენ. La Vanguardia იტყობინება, რომ პუჩდემონმა გენერალიტეტის ყოფილ წევრებთან ერთად, საუბარია დათხოვილი მთავრობის 13 პირზე, სასამართლოში ჩვენება უნდა მისცეს. განსხვავებულ ინფომრაციას Ria ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში კორესპონდენტი ბარსელონის აეროპორტში იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, პუჩდემონი სამშობლოში არ დაბრუნებულა. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)