|
2017-10-29 17:39:37, 2134 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ 100-მდე აქტივისტი მთავრობის ადმინისტრაციასთან მჯდომარე აქციას იწყებს
მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გამართა. ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და მისი მთავრობის გადადგომაა, თუმცა ძალაში რჩება სხვა მოთხოვნებიც. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, ისინი მთავრობის გადადგომამდე აქციებს არ შეწყვეტენ. უფრო მეტიც, თარხან-მოურავის განმარტებით, დღევანდელი აქციის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან 100-მდე ადამიანი დარჩება, რომელიც მჯდომარე აქციას დაიწყებს. ამასთან, დავით თარხან-მოურავის თქმით, გაგრძელდება შიმშილობის აქცია პარლამენტთან. „ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას, რომ გააყალბებდნენ არჩევნებს . იმ პარტიას, ვისაც 1000 კაცი არ ჰყავთ გვერდით, 16%-17% დაუწერეს. ეს ხელისუფლება არის გამყალბებელი ხელისუფლება. არავითარი უკან დახევა არ იქნება. ეს მთავრობა უნდა გადადგეს. 100 კაცი დარჩება აქციის შემდეგ, რომელიც არ იშიმშილებს, მჯდომარე აქციას გამართავს. პარლამენტთან შიმშილობა კი არ შეწყდება.სავარაუდოდ, მომავალ კვირაში კიდევ გავმართავთ აქციას, იმის შემდეგ კვირაში ორჯერ გავმართავთ აქციას, მთელი ქალაქი გადაიკეტება. გაიხსნას ბიულეტენები, რათა საჯაროდ დავინახოთ, ვინ რამდენი ხმა აიღო. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს მთავრობა, თუმცა ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება. სოხუმი და ცხინვალი უნდათ, რომ გააჩუქონ, აჭარა უნდათ გააჩუქონ“,-აღნიშნა თარხან-მოურავმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)