17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 15:14:01, 2140 ნახვა

სამართალი
საია თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებს გაასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებს გაასაჩივრებს.

როგორც საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, თიანეთში არჩევნების დღეს წარმართული პროცესები დიდ ეჭვს აჩენს, რომ კენჭისყრის შედეგები მიზანმიმართულად შეიცვალა.

"ძალიან საეჭვოდ მოხდა 24 ბათილი ბიულეტენიდან ხუთის ნამდვილად ცნობა, რამაც გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი. „ქართული ოცნების“ საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გადათვლა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ნამდვილად ცნობა, დაიწერა წესის დარღვევით და დაუსაბუთებელი იყო. ამიტომ მისი დაკმაყოფილება, ძალიან უცნაურია. ასევე სტანდარტების დარღვევით წარიმართა ოლქში განხილვა და სწორედ ამ განხილვის შემდეგ შეიცვალა შედეგები. სრულიად გაუგონარი და მიუღებელი ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესი წარიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც საოლქო კომისიის წევრსაც კი არ უშვებდნენ. ყველა წესისა და სტანდარტის დარღვევით, დახურულად, გაუმჭვირვალედ მოხდა ბიულეტენების „მკვდრეთით აღდგომა“ - ასე ვიტყოდი და სწორედ ამას ვასაჩივრებთ ჩვენ სასამართლოში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics