|
2017-10-23 17:55:48, 2146 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია
ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიული სტანდარტების მაგალითი უწოდა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ლონდონში, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე სესიის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დემოკრატიული სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებამ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ კვირას საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში", - აღნიშნა დანკანმა. საკუთარ გამოსვლაში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მიესალმება საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებს და მთავრობის ოთხ პუნქტიან გეგმას, რომელიც, მისი განცხადებით ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას. „ჩვენ ახლოდან ვადევნებდით თვალყურს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმებს, მხარს ვუჭერთ ქვეყანას კონსენსუსის მიღწევასა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ოთხ პუნქტიან რეფორმის გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის განვითარებას, ისევე როგორც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციას. „კარგი მმართველობის ფონდის" დახმარებით, გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მსხვილი ინვესტიციები საქართველოში, რაც ემსახურებოდა პრაქტიკული დახმარების გაწევას, მათ შორის საჯარო ადმინისტრირების, კრიზისის მართვისა და საგადასახადო რეფორმის სფეროში" - განაცხადა სერ ალან დანკანმა. ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეგახსენებთ, ლონდონში დღეს საზეიმოდ გაიხსნა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული უორდროპის დიალოგის 4-ე შეხვედრა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)