|
2017-10-21 14:23:21, 1871 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ოპოზიცია საკუთარ წარმომადგენლებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს მოუწოდებენ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ. როგორც თალაკვაძემ განმარტა, ამ გზით პარტიები ამომრჩევლებზე ზეგავლენას ახდენენ. ამასთან, თალაკვაძის შეფასებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა. "საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. მინდა გავამახვილო ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე. გარკვეული ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს აძლევენ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ყველა ამომრჩეველს, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში; მობრძანდნენ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ასევე მეორე საკითხი საჯაროდ იყო გაკეთებული განცხადებები ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა, სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს შეუძლია, რომ აღრიცხვა გარეთ თუ შიგნით აწარმოოს საკუთარი სურვილის მიხედვით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამიშობაშია", - განაცხადა თალაკვაძემ. თალაკვაძის ცნობით, პარტიების წარმომადგენლების მიერ საჩივრების დაწერის ფაქტები პრაქტიკულად ყველა უბანზე ხდება. "ვფიქრობთ, რომ ამის მთავარი მიზანი არის ის, რომ არჩევნების პროცესზე საჩივრების რაოდენობით და არა შანაარსით მოახდინონ გარკვეული გავლენა. ეს არის ცნობები, რომლებსაც ვიღებთ არაერთი უბნიდან. ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს თავისუფალი არჩევნების პროცესში. არჩევნები ცალსახად ტარდება სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. არჩევნებში ჩვენი პარტიის მთავარი მოტივაცია არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. მითუმეტეს რომ ყვლა მონაცემებით, წინასწარი კვლევებით, ასევე შიდაპარტიული კვლევებით გვაქვს დიდი მხარდაჭერა. პარტიის ინტერესია რომ გაყალბება არ იყოს დაშვებული და ასეც იქნება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)