|
2017-10-19 11:52:15, 1919 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი გალერი: ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისათვის
ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება. როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან განუცხადა, ევროპარლამენტი ეყრდნობა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პრინციპს, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში, ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გალერმა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპალამენტარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველოს მეგობართა ჯგუფი" წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ძლიერ ხმას ევროპარლამენტში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტში არსებული ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას ევროკავშირისთვის. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარი საქართველოში მიიწვია. მიხელ ჯანელიძე ბრიუსელს 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით სტუმრობს. იგი შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)