22:45 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 11:27:40, 2109 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ცესკო: ალექსეი ნავალნი 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ელა პამფილოვას ინფორმაციით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

როგორც პამფილოვამ განმარტა, ნავალნი არჩევნებში მონაწილეობას ნასამართლეობის გამო ვერ შეძლებს და დასძინა, რომ გამონაკლისის დაშვებით, კანონის დარღვევას არ აპირებს.

რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საპროტესტო აქციებით ნავალნი მასზე ზეწოლას ვერ მოახდენს.

"ბატონ ნავალნის, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიული პოლიტიკოსია, შანსი ყოველთვის აქვს. ჩაივლის  ათწლიანი ვადა და  2028 წლის შემდეგ ის შეძლებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა პამფილოვამ.

აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნის გადაწყვეტილებას 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მხარი 600 ათაზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა. ქვეყნის მასშტაბით ათობით საარჩევნო შტაბი გაიხსნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics