|
2017-10-17 15:59:50, 2384 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: სანამ იქნება პოროშენკო კარგი არაფერი მოხდება - ის გადადგომაზე უნდა დაფიქრდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, უმაღლესი რადას შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართა და გადადგომა ურჩია. როგორც სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, პოროშენკომ ხელისუფლების უზურპირება მოახდინა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, თუ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პრეზიდენტმა პოსტი უნდა დატოვოს. "უკრაინაში ძალაუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია და ეს ადამიანი პეტრო პოროშენკოა. ის უზურპატორია, რომელიც აკონტროლებს სასამართლოებს და იყენებს მათ სათავისოდ. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო აღარ არსებობს. ამავე ადამიანმა უმაღლესი რადას უზურპირებაც მოახდინა და ყველაფერი რაც პარლამენტის შენობის კედლების მიღმა ხდება არის ჩვეულებრივი თამაში. უკრაინაში აღარ არსებობს პოლიტიკური პროცესები. კანონმდებლობაში გაწერილია, რომ მთავრობა ხალხის დაქირავებული ორგანოა, ახლა კი მას მხოლოდ ერთი უზურპატორი აკონტროლებს. გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმებას. თუ დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ მიიღებენ ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ არც ერთ გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა მოთხოვნაზე, რომელიც იქნება ლოგიკური. სანამ პოროშენკო იქნება არ იქნება ბრძოლა კორუფციასთან, იქნება სიდუხჭირე, დამცირება, ემიგრაცია, უკრაინის პრესტიჟის დაცემა, ფულის მოპარვა. სანამ იქნება პოროშენკო კარგი არაფერი იქნება. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს და მოვითხოვოთ პეტრო პოროშენკოს გადადგომა. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, ეს არაა ულტიმატუმი, ეს ჩემი რჩევაა. პოროშენკოს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს რადას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ არადა ჩვენ მივიღებთ ზომებს. არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. დავამარცხებთ პუტინს და დავამარცხებთ ბარიგებს", - მიმართა სააკაშვილმა უმაღლეს რადასთან შეკრებილ მოსახლეობას. ცნობისთვის, კიევში, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე 3.500 სამართალდამცველია მობილიზებული. უკრაინის ლიდერი უმაღლეს რადასთან მიმდინარე პროცესებს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აქციებს გაგებით ეკიდება". მანვე დასძინა, რომ მთავარია აქცია მშვიდობიან გარემოში წარიმართოს.
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)