|
2017-10-17 14:02:44, 1914 ნახვა
კომენტარი
პრემიერი აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებზე: მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო
„მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პრემიერმა პრემიერის თქმით, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შერიგდებიან. „ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველები, აფხაზები, ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა აფხაზურ მხარეს და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ნეშტების გადმოსვენებაში დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 135 უგზოუკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი. „დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი შესაბამისი პატივით მივაბაროთ მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ თუ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრების ნეშტი. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს და მე მინდა მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს და მთელ საქართველოს. მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი, გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული და ასევე უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე. ასევე 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. დღეისთვის უკვე 135 უგზოუკვლოდ დაკარგული მეომრის ნეშტია აღმოჩენილი წითელი ჯვრის კომიტეტის დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, ოჯახებმა შეძლონ თავიანთი ოჯახების წევრების პატივით დაკრძალვა როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)