|
2017-10-14 18:12:36, 2231 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ზაჰესის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სვეტიცხოვლობა მიულოცა და საარჩევნო პროგრამის პრორიტეტები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარების გზებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებსა და განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევის მნიშვნელობაზე. თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარი განვითარების აუცილებლობას. “ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებმა მოქალაქემ დედაქალაქი იგრძნოს საკუთარ უბანში, საკუთარ ქუჩაზე. საჭიროა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა ყველა რაიონში, რითაც ნებისმიერი თაობის ადამიანი ისარგებლებს და ეს მუნიციპალური პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას ითვალისწინებს. მანვე ყურადღება გაამახვილა სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება. “ხვალ და ზეგ თქვენთან შეხვედრის მე არ შემრცხვება, რადგან 4 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ საუკეთესო პროექტებს, გავატარებთ საუკეთესო რეფორმებს, რომლითაც თითოეული თქვენგანი, ჩემთან ერთად იამაყებს”, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე. ზაჰესის დასახლებაში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია და „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე დაესწრნენ. (NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)