|
2017-10-13 12:36:10, 1877 ნახვა
კომენტარი
სოფიო კილაძე: პრეზიდენტი საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს გვთავაზობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის შეფასებით, პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენით მმართველ გუნდს არა გამოსავალს, არამედ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს სთავაზობს. „თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტი გვთავაზობს გამოსავალს არასახარბიელო მდგომარეობიდან. მე მგონია, რომ პრეზიდენტი გვთავაზობს საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს. ერთ-ერთ შენიშვნად წარმოდგენილი გაქვთ აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ი საკითხი. პოლონეთის კონსტიტუციის 53-ე მუხლში სახელმწიფო უსაფრთხოება არის სწორედ რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთ შეზღუდვად წარმოდგენილი. ასევე გვაქვს ბულგარეთში, კვიპროსში, ეს სამი ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი, სადაც არ არის შეზღუდვის ეს საფუძველი პრობლემა. რატომ არის ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის პრობლემა. როგორ გინდათ ქართულ საზოგადოებას აუხსნათ, რომ ის პირი, თუ ორგანიზაცია, რომელიც რელიგიას იყენებს საფარქვეშ იმისთვის, რომ განახორციელოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეს არის რელიგიის თავისუფლება და ეს ადამიანები დაცული უნდა იყვნენ“,-მიმართა სოფიო კილაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს, რომელიც დეპუტატებს რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს შანსი, ახალი ტიპის პოლიტიკური ერთობა შექმნას. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან არის მცდელობა, „ქართული ოცნების“ მიერ, ერთპარტიულად მიღებულ კონსტიტუციას, მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის ელფერი შესძინოს. ამიტომ, დოლიძის განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მხარდაჭერის შემთხვევაში, კონსტიტუცია ერთპარტიული კუთვნილებიდან , მთელი პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად გადაიქცევა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)