|
2017-10-12 12:06:02, 2242 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10-11 ოქტომბერს ჟენევაში გამართული, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ კონსულტაციების მორიგი რაუნდს ეხმაურება. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების დროს რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება. "თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში გამართულ წვრთნებზე რეკორდული რაოდენობის სამხედროები და ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მანევრებს ესწრებოდნენ NATO-ს ცალკეული ქვეყნების ემისრები, რითაც ხაზი გაესვა წვრთნების ანტირუსულ ხასიათს და მათ მნიშვნელობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის. მსგავსი ქმედებები ჟენევის დისკუსიების მიზნებს ეწინააღმდეგება, ფორმატის არსებობას აზრს უკარგავს და რეგიონში დაძაბულობას ქმნის. გარდა ამისა, მიუღებელი და პროვოკაციული იყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის მიღება იყო", - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილემ, საქართველოს გარდა, აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადია. "გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს გამართულად, ხოლო ინციდენტების რაოდენობა საშუალო სტატისტიკურ მონაცემებსაც არ ცდება. აღსანიშნავია, რომ ავტობუსების გადაადგილებამ გალის რაიონში ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა შეამსუბუქა", - ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადების თანახმად, აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან რეგიონის ხელოვნური იზოლაცია ხდება, რაც ე.წ. აფხაზური პასპორტების "არაღიარების გზით ხორციელდება". ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება საოკუპაციო ზოლთან უცხოელი პოლიტიკოსების ხშირ სტუმრობაზე გაამახვილეს, რაც მათი მტკიცებით, "ვითარებას ძაბავს". დისკუსიის დასასრულს მონაწილეები ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად გზების ძიებაზე შეთანხმდნენ. ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)