12:33 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 16:02:42, 1890 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ევროპულ სასამართლოში

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლედ შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია.

„ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საპარლამენტო ასამბლეამ, მართლაც შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია, 29 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში, სადაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების მოსმენა გაიმართა.

გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

„ჩვენ გვყავდა ღირსეული კანდიდატები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აირჩია ბატონი ჭანტურია ხმათა უმრავლესობით. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და პირადად ბატონ ლადო ჭანტურიას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics