|
2017-10-11 10:55:52, 1705 ნახვა
კომენტარი
მიხაელ როტი: გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა. "მინდა გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო მეგობრობისთვის. გარწმუნებთ, რომ გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში. მოდით ავაშენოთ მეტი ხიდი ჩვენს საზოგადოებებს შორის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებს შორის, რომლიც დაფუძნებული იქნება საერთო ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კულტურაზე", - აღნიშნა მიხაელ როტმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის მიწაზე, რომელიც მიხაელ როტის მოწვევით განხორციელდა და ხალხთაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის კარგი მაგალითია. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძე ჰესენის მიწაზე ვიზიტის ფარგლებში ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალის დაესწრო, რომელშიც ქართულმა ანსამბლმა „თუთარჩელამ" მიიღო მონაწილეობა. გერმანიის სახელმწიფო მინისტრის საპატივცემულო საღამო მუსიკალურად სწორედ ანსამბლმა „თუთარჩელამ" გააფორმა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)