|
2017-10-11 10:24:46, 2483 ნახვა
პოლიტიკა
ლელა ქიტესაშვილი: მაქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, აუცილებლად განვახორციელებ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. როგორც მან მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, თიანეთში მისი გამგებლობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. „კიდევ უფრო ბევრი საქმე გვაქვს დაგეგმილი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შესრულდება. სასმელი წყლის პრობლემას საბოლოოდ გადავჭრით, რაც სამწუხაროდ, მოსახლეობას კვლავ აწუხებს. ასევე, მნიშვნელოვანია შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია, რომელიც მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, აქტიური საკითხი იქნება“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა. მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება ასევე, გარე განათების მოწყობის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მრავალბინიანი სახლების გადახურვის საკითები. „მაქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად განვახორციელებ“, - აღნიშნა თიანეთის მერობის კანდიადტმა. ლელა ქიტესაშვილი რეგიონის მერობის დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად, დღეს მცხეთაში, პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)