|
2017-10-11 09:12:13, 1882 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მცხეთა-მთიანეთში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იქნება, დუშეთში - ზურაბ სეხნიაშვილი, თიანეთში - ლელა ქიტესაშვილი, ხოლო ყაზბეგში - ალექსანდრე ზაგაშვილი. „ესენი არიან პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები და რაც მთავარია, მზად არიან, დაიცვან თქვენი ინტერესები, დაგეხმარონ პრობლემის მოგვარებაში. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ, „ქართულ ოცნება“, განვაგრძობთ იმ საქმის კეთებას, რაც ხუთი წლის წინ დავიწყეთ და რაც კეთდება ხალხისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში წარადგინა.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)