12:33 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 13:17:47, 1993 ნახვა

კომენტარი
საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და ჟურნალისტები დაესწრებიან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიეგაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ასეთი გადაწყვეტილება მათ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს.

„ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილნი არიან იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომის ჩაშლის მცდელობამ და მერიასთან განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართლადამცველების შეურაცხყოფა და ამავე დროს ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქედან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ, რეგლამენტი უნდა განხორციელდეს. ჟურნალისტებს კი მოგმართავთ, როდესაც დაესწრებით წარდგენილი საკითხების განხილვას, ბუნებრივია, ჩვენი თხოვნა იქნება, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics