|
2017-10-09 15:05:49, 2024 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
ქალაქ ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას "სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში". როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო, გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს. რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, ხაზგასმულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს გააგრძელონ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები, გაზარდონ საქართველოს ჩართულობა რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ მიმართულ ნატოს აქტივობებში და ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონკრეტულ ნაბიჯებს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 6 ოქტომბერს დაიწყო და მუშაობას დღეს, 9 ოქტომბერს დაასრულებს.
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)