|
2017-10-09 13:01:05, 715 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი პროექტის - „We are all United“ მონაწილეებს შეხვდა
აჭარაში "იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების შესახებ" პროექტის მონაწილეები იმყოფებიან. პროექტი „ერასმუს+“-ის მიერ ფინანსდება და მასში ჩართულია 30 ახალგაზრდა საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, ხორვატიიდან და ბელგიიდან. პროექტის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე შეხვდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა, მონაწილეებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს, ისაუბრეს ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებზე და შეკითხვებს უპასუხეს. „We are all United“ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი“ ახორციელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქ. ქობულეთში, 5 – 11 ოქტომბერს 7-დღიანი ტრენინგ კურსი ტარდება. „პროექტის მიზანია ახალგაზრდები გაეცნონ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების შესახებ. გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და შეიმუშაონ სამომავლო პროექტები თუ როგორ შეუწყონ ხელი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების აქტიურ ჩართვას სამოქალაქო ცხოვრებაში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების, ადათ-წესების, ხალხური სიმღერების, ტრადიციული ცეკვების და ტრადიციული სამზარეულოს შესახებ“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)