|
2017-10-06 14:08:00, 2220 ნახვა
კომენტარი
გიორგი სიგუა: თუ GEM FEST-ი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება, ეს საქმეს ბევრად გაგვიმარტივებს
„GEM FEST-ი ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა“, - ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. სიგუა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ჯემ ფესტი“ სახელმწიფომ აღარ უნდა დააფინანსოს. „დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ ის არ დაუჭერს მხარს GEM FEST- ისთვის სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები. გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ. შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს. პირველი: ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, სახელმწიფოს გადასაწყვეტია დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ, ჯემ ფესტი შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს, ისევე როგორც სხვა პროექტებმა ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ, მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3 ან 4 დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას რასაც ანაკლიაში 32 დღიანი ნონ სტოპ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ GEM FEST ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა. რაც შეეხება ხარვეზებს და შეცდომებს. ვის რა უნდა გაეკეთებინა , ვის რა უნდა უზრუნველეყო და ვის რა უნდა შეესრულებინა. ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ (სურვილის შემთხვევაში) . ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ.
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
ყალბი ცნობით 20 600 კგ დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ – საგამოძიებო
შელაპარკებისას პირმა უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრა - იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)