20:23 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 15:55:53, 2546 ნახვა

მსოფლიო
კანადის პარლამენტმა ე.წ. მაგნიტსკის კანონის მსგავსი დოკუმენტი დაამტკიცა

კანადის პარლამენტმა ე.წ. მაგნიტსკის კანონის მსგავსი დოკუმენტი დაამტკიცა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კანონი ერთხმად მიიღეს. მას მხარი დარბაზში მყოფმა 277-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პროცედურის თანახმად, პარლამენტის შემდეგ კანონს მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს. ამის შემდეგ ის ინგლისის დედოფალს უნდა გადაეგზავნოს, რომელიც მას ხელს მოაწერს.

დოკუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ოფიციალურ ოტავას, დოკუმენტის თანახმად, უფლება ექნება კანონდამრღვევ პოლიტიკოს ქონება ჩამოართვას.

ამასთან, კანონი ხსენებული დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებასა და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.

ე.წ. მაგნიტსკის აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. რუსული მხარე კანადის პარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარის ანდრეი კლიმოვის თქმით, ეს "მტრული" ნაბიჯი იქნება და შესაბამის "პასუხსაც" მიიღებს.

ცნობისთვის, ფონდ Hermitage Capital Managemen-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი, რომელსაც რუსეთში საგადასახადო მაქინაციებში ედებოდა ბრალი, 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, 2012 წელს ამერიკა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. ამიტომ კანონს ბრალდებული სახელი დაერქვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics