|
2017-10-05 12:39:19, 1991 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაინმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო-გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და მომზადების დონეს. მისი შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი და ეფექტური საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია მთლიანად კოალიციისთვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას ხაზი გაესვა გერმანიის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც თავდაცვის სფეროში, ისე - სხვა მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და ლოგისტიკის სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია ყველა იმ რეფორმის განხორციელების პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)