|
2017-10-04 17:11:56, 2194 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის პოლიციის უფროსის ჰოსეპ ლუის ტრაპეროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ AFP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრაპეროს აჯანყების მოწყობის აგიტაციას ედავებიან. მედიის ცნობით, კატალონიის პოლიციის უფროსის და ამავე საქმეში, კიდევ 3 ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება. როგორც სააგენტო წერს, 20-21 სექტემბერს ბარსელონაში ეროვნული უშიშროების სამსახურმა მასობრივი რეიდი განახორციელა. ჩხრეკა ძირითადად სამთავრობო ოფისებში ჩატარდა. აღნიშნულს მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის პოლიცია იმაში დაადანაშაულო, რომ ორგანომ რეიდებში მონაწილეობა არ მიიღო. AFP იტყობინება, რომ აღნიშნული ბრალდება, რომელიც განხორციელებულია საჯარო მოხელის მიერ 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)