|
2017-10-03 18:07:36, 2291 ნახვა
კომენტარი
კალაშნიკოვი: ბორჯომის სტიქიის დროს დახმარებაზე უარი თქვეს, თუმცა „ბორჯომის“ ექსპორტზე უარი არ უთქვამთ
დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვისთვის გაუგებარია, რატომ თქვა ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი, რომელიც ბორჯომში ცეცხლის ქრობის საკითხს ეხებოდა. როგორც კალაშნიკოვმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთის და საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ. "რატომღაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დახმარებაზე უარი ეთქვა. თუმცა, მათ რუსეთში ბორჯომის ექსპორტზე უარი არ უთქვამთ. ნუთუ საკუთარი ტყე არ შეეცოდათ? ვთვლი, რომ რუსეთის და საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა დიალოგის, სპეციალური არხის ან პროტოკოლის ფორმატში მაინც უნდა ითანამშრომლონ", - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მასშტაბების გამო, მისი ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით იმართა. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში აზერბაიჯანული, სომხური, თურქული ვერტმფრენები იყვნენ ჩართული. ამასთან, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართვის სურვილი რუსეთმაც გამოთქვა, თუმცა ხელისუფლებამ მას უარი უთხრა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)