02:59 - 09 May, 2026
|
2017-09-30 15:19:17, 1918 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარი 14 წყვილი იხვისა და ბატის შესაძენად 25 ათას ლარს დახარჯავს
სსიპ ბათუმის ბულვარმა წყალმცურავი და დეკორატიული ფრინველების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, 14 წყვილი იხვისა და ბატის შესყიდვაზე 25 ათასი ლარია გამოყოფილი. იხვების და ბატების შესყიდვაზე ტენდერი 29 სექტემბერს გამოცხადდა, ხოლო შემოთავაზებების მიღება 9 ოქტომბერს დასრულდება. პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ბულვარს ფრინველები ერთი თვის ვადაში უნდა მიაწოდოს. ტენდერის თანდარტულ ფაილში შემდეგი ფრინველები ფიქსირდებიან: ერთი წყვილი მთის ბატი (anser indicus); ორი წყვილი იხვი ამლაყი (tadorna ferrugiena); ორი წყვილი იხვი წითელი (tadorna tadorna); ორი წყვილი ამერიკული წითელი იხვი (oxyura jamaicensis); ოთხი წყვილი იხვი მანდარინკა (aix galericculata); სამი წყვილი იხვი კალორინკა (aix sponsa).
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)