|
2017-09-30 10:45:08, 2076 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე პოლონეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
“პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს”, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართულ შეხვედრებზე პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. 28-29 სექტემბერს, ქ. ვარშავაში სამუშო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი სეიმის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის, ვიცე-მარშალს რიშარდ ტერლეცკის, უშიშროების საბჭოს მდივანს პაველ სოლოხს, ასევე, სეიმის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, აგრეთვე, მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნისათვის, კიდევ უფრო მეტი დახმარების პროგრამის გამოყოფის თაობაზე. ვიზიტის ფარგლებში, 29 სექტემბერს, ვიქტორ დოლიძე მთავარ მომხსენებლად წარსდგა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე “თანამედროვე საინფორმაციო გარემო და სტრატეგიული კომუნიკაციების როლი”. ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კაზიმირ პოლანსკის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. მრგვალი მაგიდის მუშაობაში პოლონეთში წარმოდგენილი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)