|
2017-09-29 16:03:12, 2337 ნახვა
კომენტარი
„ემირ კუსტურიცა აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული“
ემირ კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არცერთი საჯარო გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა, - ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის Art Media Group დამფუძნებელმა ლელა ასლანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ასლანიკაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობი იყო ფაქტი, რომ კინორეჟისორი 2009 წელს ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდა და დასძინა, რომ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ქართული მედიიდან შეიტყო. "კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს. ის ყველანაირი მის წინააღმდეგია. რეჟისორის თქმით, მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართველი სახელმწიფოსთვის იქნება მისაღები, საქართველოს მოსახლეობისკენ კი მხარდაჭერილი", - განაცხადა ორგანიზატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)