20:36 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 16:18:07, 2368 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე არ მივიდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ.

დღევანდელი შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე მათივე ინიციატივის განსახილველად „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციების გამართვა გუშინ შესთავაზა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასახლეში ჯერ არ გამოჩენილან. სავარაუდოდ, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე  მისვლას არ აპირებენ.  

როგორც ცნობილია, მათთვის შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობას სურს საკუთარი ინიციატივის განსახილველად პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელების გარეშე შეხვდეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შესთავაზა, ვეტოს უფლება კონსტიტუციური კანონის პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენოს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics