|
2017-09-27 11:18:31, 2075 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებული კ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. "სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე კ.ნ.-მ ქალაქ თბილისში უკანონოდ შეაღწია ს.კ.-ს საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელს თანხა და ოქროს ნივთები მოთხოვა. უარის მიღების შემდეგ კ.ნ.-მ დაზარალებულს სცემა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ძალადობრივი ქმედების შედეგად ს.კ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო კ.ნ. დაეუფლა „SHARP"-ის ფირმის ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ კ.ნ. 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის კუთვნილ პატეფონს და „სილქნეტის" მოდემს. სამართალდამცველებმა კ.ნ. 10 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)