21:37 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 19:12:15, 2163 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ამომრჩევლებს შეხვდა

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ამომრჩეველთან შეხვედრისას გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება, მათ შორის, კორპუსთან არსებული სკვერის კეთილმოწყობა და საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემაკავებელი ბორცვების დამონტაჟება. 
ლევან დავითაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებას შეუდგება.  

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გუნდს და უშუალოდ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს გააჩნია დეტალურად ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა და ქალაქის განვითარების მკაფიო ხედვა, რომელიც ყველა უბანს შეეხება და  რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. შეიქმნება სათანადო წინაპირობები იმისათვის, რომ გაუმჯობესება ყველა უბანზე აისახოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics